| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
29 მარტს მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა izrune.ge საქართველოს ყველა მოსწავლეს გააერთიანებს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად. იზრუნელებს და მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, გაიხსენონ საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან, უპასუხონ საქართველოსა და ილია II-ის შესახებ კითხვებს, პატივი მიაგონ ხსოვნას და სახალხოდ უთხრან: გვიყვარხარ პატრიარქო!
პატრიარქის ხსოვნასთან დაკავშირებული ინდივიდუალური საოჯახო ტესტის გავლა სრულიად საქართველოს ოჯახებს, ონლაინ რეჟიმში, სრულიად უსასყიდლოდ შეეძლებათ: საქართველოს, ევროკავშირის და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მაღალტექნოლოგიურ პლატფორმა IZRUNE.GE-ზე! ხელმისაწვდომია ემიგრანტებისთვისაც!
ტესტის შედეგების მიხედვით, პირდაპირ რეჟიმში („ონლაინ“ ) ოფიციალურად გაიცემა: ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს დალოცვა-მადლიერების ინდივიდუალური სიგელი/დიპლომი, რომელსაც პატრიარქის ისტორიული ფოტო „გაღიმებული პატრიარქი“ დაამშვენებს!
საქვეყნოდ ცნობილია ჩვენი პატრიარქის დამოკიდებულება მოსწავლეების, მასწავლებლების, სტუდენტების... მიმართ - იგი ხშირად საუბრობდა მომავალი თაობების განათლების მნიშვნელობაზე და ამიტომ, გასაკვირი არ არის, ყველაზე ეროვნული მედიაპროექტი „ეტალონი“ 10 წლის განმავლობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევის მადლით და აქტიური მხარდაჭერით რომ ხორციელდებოდა; უპოპულარულესი გადაცემა „ეტალონი“ სატელევიზიო რეიტინგების რეკორდებს ხსნიდა და ახალ რეკორდებს ამყარებდა!!!
- ტესტებში იქნება პატრიარქთან და საქართველოსთან დაკავშირებული მარტივად ლოგიკური და ძალიან საინტერესო 20 კითხვა!!!
- IZRUNE.GE-ზე დარეგისტრირება და ტესტის გავლა უმარტივესია და თუ რაიმე ვერ გაიგეთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:
0322 110 122
ან მოგვწერეთ ფეისბუქზე: https://www.facebook.com/izrune.ge
P.S. მოსალოდნელი მაღალი აქტივობიდან გამომდინარე, გთხოვთ თადარიგი ახლავე დაიჭიროთ, IZRUNE.GE-ზე მალევე დარეგისტრირდეთ და კონსულტაციაც წინასწარ, 29 მარტის დადგომამდე, გაიაროთ !!!
... თანაც, რომელიმე ღირსეულ ოჯახს რომ არ გამორჩეს: გაუზიარეთ ეს ინფორმაცია ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელთა ოჯახები თქვენთვის ძვირფასია!!!
ბედნიერება თქვენს ოჯახებს - სიყვარულით გეცხოვროთ!!!
„ეს დიდებული საქმეა ...“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ