სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება
25-03-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ მემანიშვილმა სატელევიზიო ეთერში იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს 2026 წელს შეეხება, მათ შორის საუბარია საბაკალავროსთან ერთად, პროფესიული პროგრამების დამატებაზე აბიტურიენტთა არჩევანში.

შეიცვალა თუ არა ეროვნული გამოცდების კალენდარი - რეგისტრაციისა და ტესტირების ვადებს NAEC-ის დირექტორი ასახელებს

ამასთან ერთად, მემანიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი ცვლილებაა საგრანტო კონკურსის გაუქმება:

„წელს საგრანტო კონკურსი აღარ გვაქვს... სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულებისთვის სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ“.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპრილის დასაწყისში დაიწყება, იქამდე კი აბიტურიენტთა ცნობარი გამოქვეყნდება. რეგისტრაცია 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„პროცედურული საკითხების კუთხით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესი არ შეცვლილა. შესაბამისად, როგორც აქამდე რეგისტრირდებოდნენ აბიტურიენტები, არჩევდნენ მათთვის სასურველ საგნებს, პრინციპი წელსაც იგივეა. რეგისტრაციისთვის 1-თვიანი ვადა გვაქვს განსაზღვრული. ერთი თვის მანძილზე აბიტურიენტი ირჩევს საგნებს, პროგრამებს. პროგრამების ცვლილება შეუძლიათ, თუმცა 1-თვიანი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, აბიტურიენტი ახალ საგანს ვეღარ აარჩევს. პროგრამების ცვლილებას რაც შეეხება, როდესაც გამოცდები დასრულდება, აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება, ცვლილებების განხორციელება მომდევნო დღის 6 საათამდე შეეძლებათ", - განმარტა NAEC-ის ხელმძღვანელმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება