| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პატიმრობა შეეფარდა პოლიციელს, რომელიც არასრულწლოვანთნ სისტემატური ხასიათის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ მას ფიზიკურად ეხებოდა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არასამთავროო ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.
„ივლისის თვეში საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელთანაც პოლიციელი სისტემატური ხასიათის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა.
პოლიციელის ქმედების გამო, ბავშვს ცხოვრების სტილის შეცვლა მოუწია – ის ვეღარ დადიოდა იმ ადგილებში, სადაც მოძალადესთან შეხვედრა იყო მოსალოდნელი. პოლიციელმა იცოდა მსხვერპლის არასრულწლოვნების შესახებ და, ასევე, გოგოს გაცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მისთვის არასასურველი იყო.
საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მოპოვებულ იქნა გოგოსა და პოლიციელს შორის შემდგარი მიმოწერა, რომელიც ადასტურებდა პირის მიერ ჩადენილ დანაშულს.
პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას 2 -დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა