TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვისი ხელფასი იზრდება - რა წერია მასწავლებელთა ანაზღაურებაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში
02-10-2025
-
+


2026 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს წარედგინა. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში განმარტებულია, რომ პენსია 20-45 ლარით გაიზრდება; ასევე 10%-ით მოიმატებს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება - ეს კი ნიშნავს, რომ რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლების დირექტორებს, ადმინისტრაციას ხელფასი მოემატებათ; ზოგადად, განათლების სფეროს დაფინანსება გაზრდილია, თუმცა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე 2026 წლის ბიუჯეტში ნათქვამი არაფერია.

მხოლოდ ისაა ნახსენები, რომ აქამდე სკოლის მასწავლებელთა ხელფასი 600-700, ხოლო ბაღის პერსონალის ხელფასი აქამდე 400-500 ლარით გაიზარდა:

„განათლების და მეცნიერების მიმართულებით (საბავშვო ბაღების დაფინანსების ჩათვლით) დაფინანსება გაზრდილია 2 მილიარდ ლარზე მეტით (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 22%) და 2025 წელს ამ სფეროს დაფინანსება 4 მილიარდ ლარს გადააჭარბებს (ზრდა 100%-ზე მეტით). გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი გახდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 400-500 ლარით ზრდა;

გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. 2025 წელს კაპიტალური ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა 8 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 66%-ზე მეტით (3,2 მილიარდ ლარზე მეტით)“, - აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება