TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ საიმიჯო ვიდეორგოლის მომზადება 288 000 ლარი ჯდება 
01-10-2025
-
+


განათლების სამინისტრო „მასწავლებლის ეროვნული დღისადმი" მიძღვნილი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში 1 ვიდეორგოლის დამზადებაში 288 000 ლარს იხდის. ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში  ვიდეორგოლს შპს „სტუდია მეტრო“ მოამზადებს. 

ვიდეორგოლის ხანგრძლივობა: 45-90 წამი უნდა იყოს. 

სტუდია „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ საიმიჯო ვიდეორგოლის კონცეფციისა და სცენარის მომზადებაში 110,000 ლარს ითხოვს, ხოლო  ვიდეორგოლის დამზადებაში - 178,000 ლარს. 

აღასნიშნავია, რომ „სტუდია მეტროს“ დირექტორი და 44.3%-იანი წლის მფლობელია ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, 11.4%-იანი წილი აქვს კობა დავარაშვილს და თენგიზ გობეჩიას - 44.3%-იანი წილი. 

 

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს N340 დადგენილებით,  27 ოქტომბერს დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე. მასწავლებლის ეროვნული დღე – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. 2024 წელს სამინისტრომ აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა. 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება