სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი სასწავლო წლის დაწყებაზე განათლების მინისტრი განმარტებას აკეთებს
08-09-2025
-
+


ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ახალი სასწავლო წლისთვის, შესაძლებელია, ერთი-ორი გამონაკლისი იყოს, მაგრამ სამინისტრო მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლაში - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სკოლებში რეაბილიტაციის მიმართულებით არის გარკვეული შეფერხებები, რაც არაკეთილსინდისიერი შემსრულებლების ბრალია და მათ პასუხი კანონის მიხედვით მოეთხოვებათ.

„სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის მაქსიმალურად მზად ვიყოთ. პრემიერ-მინისტრის დაპირება, ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალაშია და ეს პროცესები გრძელდება. ამ სასწავლო წლისთვის დაახლოებით 50 სკოლის ფარგლებში სრულიად განახლებული ან ახლად აშენებული შეემატება ჩვენს ქვეყანას. ეს პროცესები მიმდინარეა, გვესმის, რომ, ეს შეიძლება გარკვეული დისკომფორტის მომცემი იყოს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ უფრო ჯანსაღ გარემოში, განახლებულ გარემოში შეძლონ ჩვენმა შვილებმა ცოდნის მიღება, აღზრდა. რიგ შემთხვევებში, ჩვენ გვაქვს ვადის გადაცილება, რაც სამწუხაროდ, დაკავშირებულია არაკეთილსინდისიერ შემსრულებელთან. ამ კუთხით, მაქსიმალურად ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც კანონის ფარგლებიდან გამომდინარეა. რიგ შემთხვევაში ესეც ერთგვარი დაყოვნების კომპონენტია.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამინისტრო მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლაში, და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2086 საჯარო სკოლაა, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს. შესაძლებელია, ერთი-ორი გამონაკლისი იყოს, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურული კომპონენტები ბოლოსკენ მიდის და შეიძლება რამდენიმე დღიანი დაგვიანება იყოს. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ახალი სასწავლო წლისთვის. კიდევ ერთი კვირა გვაქვს და ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. მთელი სამინისტრო, შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, რომ 24 - საათიან რეჟიმში ეს მოთხოვნილებები უზრუნველყონ“, - განაცხადა მიქანაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება