სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„უზომოდ მიყვარს ბავშვები - მათი მეგობარი, სიხარულისა და განცდების გამზიარებელი ვარ“ -  ჭაპალის საჯარო სკოლის დირექტორი ვანახარ კახრამანოვა
12-08-2025
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლაში, დირექტორი ვანახარ კახრამანოვა, მოსწავლე-მასწავლებელთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ გარემოს უზრუნველყოფს.

ვანახარ კახრამანოვასთვის სკოლის მართვა პროფესიონალიზმზე, გამოცდილებასა და საქმის სიყვარულზე დგას. უკვე 48 წელია, რაც განათლებას ემსახურება, მათ შორის 10 წელი დირექტორის პოზიციას იკავებს. 

ურთიერთანამშრომლობა, გულწრფელობა და პატივისცემა - ეს ის ღირებულებებია, რომლებიც აერთიანებს სკოლას ერთ გუნდად და ქმნის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

როგორც დირექტორი აღნიშნავს, სკოლაში ყველა პირობაა, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება. 

სკოლაში, წელს დარეგისტრირებული 23 პირველკლასელის ჩათვლით, 240 მოსწვლე ირიცხება, სწავლება კი ორ - ქართულ და აზერბაიჯანულ სექტორზე მიმდინარეობს. 

წელს სკოლიდან თერთმეტი მე-12 კლასელი გააცილეს, მათგან ექვსი ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და დირექტორისა და პედაგოგების სასიხარულოდ ექვსივემ სასურველი შედეგები აჩვენა. 

„ახლა ჩარიცხვებს ველოდებით, წელს ერთი ვერცხლისმედალოსანი გოგონა გვყავდა, დაფასებულია იმ 36 პედაგოგების შრომა, რომლებიც მომავალი თაობის განათლებაში დიდ ამაგს დებენ. მათგან 3 წამყვანი მასწავლებელია, 4 ბილინგური სწავლების სპეციალისტი, ინკლუზიური განათლების პედაგოგი, დანარჩენები კი წელს გავიდნენ გამოცდებზე სტატუსის ასამაღლებლად და შედეგებს ველოდებით. ყველა თავის საქმის პროფესიონალია, ვიცი ყველა კარგ შედეგებს აჩვენებს.

ძალიან ბედნიერი ვარ იმითაც, რომ სკოლაში რემონტი გაკეთდა, სამსართულიანი შენობა აღჭურვილია ყველანაირი ინვენტარით, მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა. გვაქვს საუკეთესო ბიბლიოთეკა, რომელსაც თავისი საქმის პროფესიონალი ბიბლიოთეკარი ხელმძღვანელობს, გვყავს სამი მანდატური და ექიმი. ყველა პირობაა შექმნილი ხარისხიანი განათლებისა და მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის. 

უდიდეს მადლობას ვუხდი ჩვენს მთავრობას გვერდით დგომისთვის და ყველა პირობის შექმნისთვის, რაც მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც უმაღლებს მოტივაციას“,- აღნიშნავს დირექტორი. 

პედაგოგთა ოჯახში აღზრდილი დირექტორისთვის ბავშვებისა და სკოლის სიყვარული თანდაყოლილია. მოსწავლეები მის ცხოვრებაში პირველ ადგილს იკავებენ - ის მათი მეგობარი, სიხარულისა და განცდების თანამონაწილე და გამზიარებელია. 

„1977 წლიდან, უკვე 48 წელია ვმუშაობ სკოლაში, აქედან 10 წელია რაც დირექტორად დავინიშნე. მიმაჩნია, რომ კარგმა ხელმძღვანელმა დაკვირვებით უნდა შეაფასოს მასწავლებლის მუშაობის ხარისხი და შემდგომ შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს. ეს აუცილებლად აამაღლებს სწავლის ხარისხს, უდიდეს ყურადღებას ვაქცევ ადამიანი იყოს გულწრფელი და მართალი, არ შეიძლება იტყუებოდეს, ეს ანგრევს ურთიერთობას და ნდობის ხარისხს, ამიტომ ყველა ერთ გუნდად ვართ შეკრული და ვცდილობთ ურთიერთობისთვის აუცილებელი ეს კონპონენტი არ დავარღვიოთ.

მოსწავლეები ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილს იკავებენ. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, ჩემი სტაჟის და იმის გათვალისწინებით, რომ გავიზარდე პედაგოგებიის ოჯახში, გარშემო უახლოესი ნათესავები ყველა პედაგოგია, მათ ბავშობიდან შემაყვარეს ეს პროფესია და ყველა ის უნარი, რაც მაქვს მათი დიდი დამსახურებაა. უზომოდ მიყვარს ბავშვები - მათი მეგობარი და ყველაფრის გამზიარებელი ვარ, მახარებს წარმატებები, ყველა მათ უხასიათობასაც კი განვიცდი და ვცდილობ ჩემი სწორი კომუნიკაციით გავახარო, იმედები დავუსახო და სიხარულის მეტი მიზეზი მივცე“,- ამბობს დირექტორი. 

ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას უსურვებს. 

„მინდა, ჩვენს ახალგაზრდობას და ჩვენ სკოლადამთავრებულებს ვუსურვო სწორი პროფესიის არჩევა და საქმის კარგად შესწავლა, სამშობლოს პროფესიონალები სჭირდება. იარონ წინ მიზნებისკენ პატიოსნად და ერთგულად!“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება