სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყველაზე ღირებული არის ის, რომ ბავშვმა სკოლაში თავი დაცულად იგრძნოს“- კართუბნის საჯარო სკოლის დირექტრი ლია ხაჩიძე 
12-08-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლაში ხარისხიანი განათლება სიყვარულით, თანადგომითა და უსაფრთხო გარემოთი იწყება. აქ ითვალისწინებენ თითოეული მოსწავლის ინტერესებს და ხელს უწყობენ მათ მრავალმხრივ განვითარებას.

დირექტორის - ლია ხაჩიძის თქმით, მისი მიზანია შექმნას ყველა პირობა, რომ მოსწავლეებმა მიიღონ სიღრმისეული ცოდნა, იგრძნონ მხარდაჭერა, დაფასება, პირველკლასელები მარტივად ადაპტირდნენ. სკოლაში განსაკუთრებულად ფასობს ურთიერთპატივისცემა, კოლეგიალობა. ამით პედაგოგები მოსწავლეებს საუკეთესო მაგალითს აძლევენ, ბავშვებიც მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს კართუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ხაჩიძე პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? 

- ტრადიციულად, ბავშვებს საზეიმოდ ვხვდებით. ღია ცის ქვეშ ღონისძიებას ვაწყობთ. იმისთვის რომ ადაპტაცია გავუმარტივოთ, განსაკუთრებულად ვზრუნავთ პირველკლასელთა მოტივაციაზე. პატარებს ვაცნობთ სკოლის გარემოს. ღონისძიებაზე ბავშვები ლექსებს კითხულობენ, ჩვენ საზეიმო სიტყვით გამოვდივართ და  სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ ბავშვებს. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- ჩვენი მუშაობის პრინციპია, მოსწავლეს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ სიხარულით მოვიდნენ სკოლაში, ადაპტირდნენ მარტივად. პირველკლასელებს უჭირთ, რა თქმა უნდა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და ახალ გარემოსთან მიჩვევა, შესაბამისად, ყველანაირად ვუწყობთ ხელს. რაც შეეხება მშობლებთან ურთიერთობას ახალგაზრდა პედაგოგებს ვურჩევ, რომ მაქსიმალურად პოზიტიურები იყვნენ.

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში? 

- პირველ რიგში, ბავშვების სიყვარული, მათი მხარდაჭრა, მოსწავლის ყველა საჭიროების გათვალისწინება, სწორი მიდგომების შერჩევა, თმენის უნარი. ყველა სიახლის მიმღებლობა უნდა ჰქონდეთ, რაც ინერგება სწავლებაში. ბავშვების განვითარებას უნდა შეუწყონ ხელი და იზრუნონ მათზე.

- რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას? 

- სასურველია ჰქონდეთ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება. სხვის რეკომენდაციასაც ვაქცევ ყურადღებას. ასევე მნიშვნელოვანია თუ რა მიდგომები აქვს ბავშვებთან ურთიერთობისას, რა აქტივობებსა და სასწავლო მეთოდებს მიმართავს სწავლებისას. როგორ დაამთავრა უნივერსიტეტი, აქვს თუ არა შესაბამისი კვალიფიკაცია და ა.შ.

- როგორ აღიქვამთ ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში?

- ჩვენი ეპოქა არის სწორედ ტექნოლოგიების ცოდნასა და გამოყენებაზე დამყარებული. ბავშვებს წიგნებთან ერთად გადავცემთ ბუკებს, რომლის გამოყენებაც ბავშვმა უნდა იცოდეს, რადგან ყველა ის ინფორმაცია, რომელიც  სჭირდებათ, შეუძლიათ, რომ მისი საშუალებით მოიძიონ და გაიადვილონ სწავლების პროცესი, თანამედროვე ცხოვრებას აუწყონ ფეხი.

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

- ბავშვის ფსიქოლოგია უნდა იცოდეს პედაგოგმა ძალიან კარგად. რა თქმა უნდა, ბავშვი უნდა ადაპტირდეს და შეიძლება თავიდან ყველა მოსწავლე არ იქცეოდეს ისე, როგორც პედაგოგს სურს, მაგრამ ამას დაკვირვება სჭირდება, უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის და 2-3-თვიანი დაკვირვების შემდეგ დგინდება თუ სჭირდება მას სპეციალური საჭიროება. გვაქვს რესურსოთახი, გვყავს კვალიფიციური პედაგოგები, საკმაოდ გამოცდილები არიან და ყველანაირად ვეხმარებით მოსწავლეებს ადაპტირებაში.

- როგორ ცდილობთ სკოლის ღირებულებების დამკვიდრებას მოსწავლეებში?

- მნიშვნელოვანია, ბავშვებს ერთმანეთთან კარგი ურთერთობა ჰქონდეთ. არანაირი ბულინგი, არანაირი დაცინვა, პირიქით, ერთმანეთს ეხმარებიან ბავშვები. მადლობელი ვარ ჩემი გუნდისა და მოსწავლეების, რომ არ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის ჩვენს სკოლაში. ეს არის ყველაზე ღირებული, რომ ბავშვმა იგრძნოს სკოლაში თავი დაცულად.

- რას ურჩევდით ახალ დირექტორებს, რომლებიც სკოლის ხელმძღვანელობას იწყებენ?

- ჩემთვის მარტივი იყო სკოლასთან და პედაგოგებთან შეგუება, რადგან აქ ვმუშაობდი და ამ სკოლის პედაგოგი ვიყავი. ახალ დირექტორს, რომელიც პირველად შედის იმ სკოლაში და კოლექტივთან უწევს მუშაობა, რომელსაც არ იცნობს, ვურჩევ, რომ პოზიტიურად მიუდგეს თითოეული პედაგოგის თითოეულ ინიციატივას, პროექტს, მხარში დაუდგეს. რესურსი იქნება თუ გარემო - ყველა მხრივ შეუწყოს ხელი. უნდა იყოს კეთილგანწყობილი ყველას მიმართ და სკოლის ტრადიციების მიხედვით იხელმძღვანელოს. ყველანაირად ეცადოს, რომ სკოლაში იყოს პოზიტიური და უსაფრთხო გარემო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ, მოგემატათ თუ დაგაკლდათ ქულა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება