სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩვენი სკოლის მიზანია ტოლერანტული საზოგადოების შექმნა“ - დაბა ურეკის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა კუნჭულია
11-08-2025
-
+


პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული, კეთილგანწყობა და გუნდური მუშაობა - ეს ის ღირებულებებია, რომლებზე დაყრდნობითაც ხელმძღვანელობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლას დირექტორი ინეზა კუნჭულია. 

დირექტორის თქმით, პედაგოგისთვის პროფესიული განვითარება აუცილებელია, ამასთან უმნიშვნელოვანესია მოტივაცია, საქმის ერთგულება და მოსწავლეებთან ადამიანური, გულთბილი დამოკიდებულება.

ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ მოსწავლე-მასწავლებლებთან თანამშრომლობისა და გუნდურობის წყალობით სკოლაში საგანმანათლებლო ინიციატივები წარმატებით ხორციელდება. მისი სამწლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში სკოლაში არაერთ წარმატებულ პროექტს შეესხა ფრთები.

დირექტორი სკოლაში უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ, კეთილგანწყობილ, უსაფრთხო და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს და საკუთარი წვლილი შეაქვს ტოლერატურლი საზოგადოების ფორმირებაში. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა კუნჭულია პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

- რა თქმა უნდა, ყოველ წელს ვემზადებით, განსაკუთრებით პირველკლასელთა შესახვედრად, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას იწყებენ და სჭირდებათ გამორჩეული დახვედრა და კეთილგანწყობა, რომელიც ჩვენს სკოლას არ აკლია. ძირითადად ღონისძიებას ვატარებთ, რომელშიც პატარები აქტიურად მონაწილეობენ. ჩვენთან პირველი დღე განსაკუთრებით სახალისოა მათთვის. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- პირველ რიგში, კეთილგანწყობაა მნიშვნელოვანი, რადგან სადაც კეთილგანწყობაა, იქ გარემოც კარგი იქმნება და ყველანაირ გამოწვევასთან გამკლავება ბევრად მარტივია. 

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში? რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას?

- პროფესიული განვითარება აუცილებელია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქმის სიყვარული, მოტივაცია. დანარჩენს კი თავად გაართმევს თავს, როდესაც სკოლაში დაიწყებს მუშაობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის კეთილგანწყობა მოსწავლეებთან ურთიერთობისას და მათი ინტერესების გათვალისწინება.

- როგორ აღიქვამთ ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში?

- 21-ე საუკუნის თაობას სხვანაირი მიდგომა აქვს ამ ყველაფრის მიმართ და ჩვენ პედაგოგებმა და ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, ასე ვთქვათ, მათ „ფეხის ხმას“. 

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

- პირველ რიგში, ვეცნობით მათ საჭიროებებს და მასწავლებელთან ერთად ვითვალისწინებთ ყველა მათ შესაძლებლობას. ამის მიხედვით ვგეგმავთ სასწავლო პროცესს, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასაც ვადგენთ მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით.

- რას ურჩევდით ახალ დირექტორებს, რომელებიც სკოლის ხელმძღვანელობას იწყებენ?

- საქმის სიყვარული ყველაზე მთავარია, კეთილგანწყობა, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია დირექტორისთვის. დანარჩენი მუშაობის პროცესში თავისთავად მოგვარებადია. გააზრებული უნდა ჰქონდეს დირექტორს თუ რამხელა პასუხისმგებლობას იღებს თავზე. 3 წელია რაც ხელმძღვანელი ვარ, სკოლაში არაერთი პროექტი გაკეთებულა. ძირითადად თანამშრომლებთან, ბავშვებთან ერთად ვახორციელებ მათ და თითოეული მათგანი წარმატებულად დასრულებულა. მადლობას ვუხდი გუნდს ამისთვის, ვინაიდან მხოლოდ დირექტორი ამას ვერ შეძლებს. 

- როგორ ცდილობთ სკოლის ღირებულებების დამკვიდრებას მოსწავლეებში?

- ჩვენს სკოლაში უზრუნველყოფილია უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი სამუშაო გარემო, რა თქმა უნდა, დაცულია ინფორმაციის საჯაროობა. ჩვენი სკოლის მიზანია ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების შექმნა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას

მასწავლებელთა 24 პროცენტი ფიზიკის გამოცდაზე არ გამოცხადდა - 2 დაგვიანება დაფიქსირდა

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

„კანფეტივით თემები მოვიდა“ - ინგლისურის მეორე სესიის საკითხები

იზრუნელების“ წარმატების აღიარება ჩვენი პლატფორმის განუყოფელი ნაწილია!“

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება