| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლა, დირექტორ ციცინო ფანგანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს.
მცირეკონტიგენტიან სკოლაში 49 მოსწავლე ირიცხება. ახალ სასწავლო წელს სკოლის კარს 5 პირველკლასელი შეაღებს.
წელს სკოლა ოთხმა მე-12 კლასელმა დაამთავრა, ორი უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას, ორი კი პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა.
სკოლაში შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგანმანათლებლო გარემო. პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს მოსწავლეთა, როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე.
„არაჩვეულებრივი ახალგაზრდა პედაგოგების გუნდი გვყავს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ მომავალი თაობის აღსაზრდელად. ხშირად გვაქვს სხვადასხვა აქტივობები, ვიღებთ მონაწილეობას ტურნირებში. ახლაც ბათუმში იყვნენ ჩვენი მოსწავლეები და საიდანაც სიგელებით დაგვიბრუნდნენ, მომავალ წელს ორი ოქროსმედალოსანი გვეყოლება, რაც ძალიან სასიხარულოა“,- აღნიშნავს დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ სულ მალე სკოლას ახალი კეთილმოწყობილი შენობა ექნება.
„ჩვენი სკოლა შენდება და ახლა მეორე სართულამდეა მისული, საოცარი სკოლა გვექნება კეთილმოწყობილი და საუკეთესო. ამჟამად, მერიის მიერ გამოყოფილ შენობაში ვართ, რომელიც ადრე სპორტკომპლექსი იყო, გაგვირემონტეს და კეთილმოგვიწყეს, საოცარი ეზო გვაქვს, მართალია 15 პატარა ოთახი გვაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებთ სწავლებას მაღალ დონეზე, გვაქვს ბიბლიოთეკაც, სამასწავლებლო და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე იყოს“,- აღნიშნავს დირექტორი.
სკოლის ხელმძღვანელი ამჟამად აბიტურიენტებს გულშემატკივრობს და მათ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებს.
„ჩვენი მომავალი თაობა ჩვენი იმედია და ამიტომ სკოლა დიდ როლს თამაშობს პიროვნების ჩამოყალიბებაში. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ იყოს მიზანდასახული, შეუპოვარი და შრომისმოყარე, რათა წინ იარონ და წარმატებულები იყვნენ“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა