TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენს სკოლაში სწავლების დონე მაღალია, გვყავს მოწვეული მაღალპროფესიონალი პედაგოგები“ - იელის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ხვიბლიანი
24-07-2025
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში, დირექტორის - ლეილა ხვიბლიანის ხელმძღვანელობით, შექმნილია მრავალფეროვანი, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო, ასწავლიან პროფესიონალი პედაგოგები, რომლებიც ძალ ღონეს არ იშურებენ, რომ ქვეყანას ერუდირებული და ინტელექტუალი თაობა აღუზარდონ. 

სკოლაში სულ 6 მოსწავლე ირიცხება, წელს დარეგისტრირებულ ერთ პირველკლასელთან ერთად.

დირექტორი ლეილა ხვიბლიანი წუხს მოსწავლეთა სიმცირის გამო, მაგრამ აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი განათლება და ინდივიდუალური მიდგომა. 

„წელს მე-9 კლასელი არ გვყოლია და ამიტომ სკოლაში, მომავალი წლიდან დაგვემატება 10-წლიანი საბაზო განათლება. 

სამწუხაროა, როცა 1-ელ კლასში -ერთი, მე-2-ში - ორი, მე-5-ში - ერთი, მე-8-ში ერთი და მეცხრეშიც ერთი მოსწავლე გვყავს. მახარებს, რომ ჩვენს სკოლაში სწავლების დონე მაღალია, რადგან ძალიან მაღალი დონის მოწვეული პედაგოგები გვყავს, სკოლაში ხორციელდება პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“ და საოცარი პედაგოგიც გვყავს. დიდ შრომას ვდებთ მოსწავლეთა განათლებაში და, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი მოსწავლეებიც გვყავს. ჩვენი სკოლის ერთი მოსწავლე, რომელიც უბრწყინვალესი იყო ერთ საგანში 9-ის გამო ოქროს მედლის გარეშე დარჩა და საოცრად მეწყინა, თუმცა ის უკვე პირველი კურსის სტუდენტია და წარმატებული ადამიანიც იქნება. არიან მოსწავლეები, რომლებიც სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში აგრძელებენ და საბედნიეროდ დასაქმებულებიც არიან, თუმცა უმეტესობა მაინც უმაღლესის სტუდენტები ხდებიან“,- აღნიშნავს დირექტორი. 

სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი გახლავთ, ამჟამად აბიტურიენტებს გულშემატკივრობს და მათ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებს. 

„ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ იყოს მიზანდასახული, წარმატებისკენ მიმავალი გზის ყოველი ნაბიჯი გათვალონ და ისე იარონ. აირჩიონ ის პროფესია, რომელიც ეყვარებათ და ამით დამიჯერეთ ქვეყანას გამოადგებიან“,- დასძენს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება