სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოზალის საჯარო სკოლას ერთი პირველკლასელი ეყოლება-დირექტორის ხელმძღვანელობით, მცირეკონტიგენტიან სკოლაში შექმნილია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემო
24-07-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლაში, დირექტორის - ზაირა არაკელიანის ხელმძღვანელობით, შექმნილია მრავალფეროვანი და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემო. მაღალპროფესინალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე. 

სკოლა საბაზოა და მასში 25 მოსწავლე ირიცხება. წელს არ ჰყოლიათ, მე-9 და მე-7 კლასი. ახალ სასწავლო წელს კი ერთ პირველკლასელს ელოდებიან. სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ მეზობელი სოფელის - სულადის სკოლაში აგრძელებენ სწავლას და იქ ამთავრებენ საშუალო საფეხურს. 

მცირეკონტიგენტიანობის მიუხედავად, დირექტორის ხელმძღვანელობით, პედაგოგები მოსწავლეებს უქმნიან მრავალფეროვან სასწავლო გარემოს. სასწავლო პროცესი მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებსა და თითოეული ბავშვის ინტერესებს, რაც მომავალი თაობის ცოდნასა და მოტივაციაზე აისახება. მოსწავლეები წარმატებით აგრძელებენ სწავლას უნივერსიტეტებში. 

„ბევრი ჩვენგან წასული მოსწავლე ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში, ზოგი თბილისში და ზოგიც ერევანში, თუმცა უმეტესობა საქართველოში სწავლობს, წელს ჩვენი სკოლის ერთი მოსწავლე ვერცხლისმედალოსანია, გვყავდა ოქროსმედალოსანიც, რომელმაც წარმატებით, მაღალ ქულებზე ჩააბარა გამოცდები და სახელმწიფოს 100%-იანი გრანტიც მოიპოვა“,- აღნიშნავს დირექტორი და ახარებს რომ მოსწავლეები ამართლებენ პედაგოგთა მოლოდინებს

„სასიხარულო და მისასალმებელია, როცა შრომა გიფასდება და შენი მოსწავლეები წამატებულები არიან. ჩვენთან სწავლა მაღალ დონეზეა და იმის გათვალისწინებითაც, რომ კლასში ცოტა მოსწავლეა განათლების ხარისხიც მაღალია“,- ამბობს დირექტორი და ახარებს, რომ ყოფილი მოსწავლეები არ ივიწყებენ მშობლიურ სკოლას. 

სკოლის ერთმა კურსდამთავრებულმა კარიერას მშობლიურ სკოლას დაუკავშირა. ის უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად დაბრუნდა.

ზაირა არაკელიანი, რომელიც ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი გახლავთ, აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს. 

„ყველა აბიტურიენტს და საერთოდ ახალგაზრდობას ვუსურვებ პირველ რიგში მშვიდობას, წარმატებებს და სწავლას, რადგან ისინი ჩვენი მომავალია და ძალიან გვჭირდება განათლებული ხალხი“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ოთხი ზღაპარი გურამ პეტრიაშვილის - „პატარა ქალაქის ზღაპრებიდან“:

დღეს თქვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით ცოდნისა და წარმატების გზაზე

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება