TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენს სკოლას საშუალო საფეხური დაემატება“ - როდიონოვკას საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ საჰაკიანი
24-07-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკას საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ საჰაკიანი ზრუნავს როგორც მოსწავლეთა ისე მასწავლებელთა საჭიროებებსა და ინტერესებზე. 

სკოლა საბაზოა და ირიცხება 55 მოსწავლე. წელს სკოლაში 5-დან 10-მდე პირველკლასელს ელოდებიან. წელს როდიონოვკას საჯარო სკოლას დამამთავრებელი მე-10 კლასი არ ჰყავს. 

სკოლის დირექტორი წუხს, სკოლის შენობის ცუდი მდგომარეობის გამო, რომელშიც არ არის სწავლა-სწავლებისთვის შესაფერისი პირობები. მან განათლების სამინისტროს უკვე მიმართა. 

„ველოდებით როდის ააშენებენ სკოლას, ჯერ პასუხი არ გვაქვს. დაქირავებული გვაქვს შენობა, სადაც სასწავლო პროცესს წარვმართავთ, ორ ცვლად. 

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სოფელი მაღალმთიანია და ზღვის დონიდან 2100 მეტრზეა განლაგებული, ზამთარი მკაცრია და ზოგჯერ გზები იკეტება, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ სკოლას საშუალოდ გადააკეთებენ, რადგან ბავშვებს უგზოობასა და სიცივეში უხდებათ სხვა სოფლებში სიარული, რომლებიც, თითქმის 40 კილომეტრით არის დაშორებული ჩვენი სოფლიდან. საშუალო სკოლად გადაკეთების შემთხვევაში 70-80 მოსწავლე გვეყოლება“,- აღნიშნავს დირექტორი და დასძენს, რომ სკოლა დაკომპლექტებულია პროფესიონალი პედაგოგებით, კურსდამთავრებულებში კი დაფასებულია პედაგოგის პროფესია და ხშირად მომავალს მშობლიურ სკოლას უკავშირებენ. 

„ადამიანური რესურსები მაღალ დონეზე გაქვს. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გვიბრუნდებიან და აქ ასწავლიან, გვყავს ერთი წამყვანი და დანარჩენი უფროსი მასწავლებლები. ყოველ წელს ჩვენი სკოლის 4-5 კურსდამთარებული აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, რა თქმა უნდა, სწავლას აგრძელებენ პროფესიულ კოლეჯებშიც. 

ჩვენი სოფლიდან ამჟამად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში 8 ბავშვი სწავლობს, მაგრამ სამწუხაროა, რომ უკან დაბრუნება არავის უნდა, ცუდი პირობების გამო, ამიტომ აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება. უმაღლესდამთავრებულებს უჭირთ დასაქმება. ჩემი დიდი სურვილია ყველა სტუდენტი, ვინც დაამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს დაბრუნდეს უკან და ამისთვის ყველა პირობა იყოს შექმნილი“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება