TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა - მირიან სამხარაძემ აბიტურიენტებისთვის ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღასრულა
03-07-2025
-
+


წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორმა, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ - გიმნაზიის კურსდამთავრებული აბიტურიენტებისათვის, აგრეთვე ლოტკინის დასახლებაში მცხოვრები აბიტურიენტებისათვის ტაძრის სკვერში - „გონების შემატების“ ხატთან, ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღასრულა.

დღეს, 3 ივლისს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელშიც გიმნაზიის 26 კურსდამთავრებულია რეგისტრირებული.

გიმნაზიის დირექცია ყოველდღიურად თვალყურს ადევნებს გამოცდების მიმდინარეობას და ყველა აბიტურიენტს წარმატებებს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ 2024/2025 სასწავლო წელს გიმნაზიას 8 მედალოსანი ჰყავს.

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და სასურველ უნივერსიტეტებსა და სპეციალობებზე ჩაბარებას უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ყველა აბიტურიენტს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება