TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინიგორის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული მარიამი სეფიშვილი საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდა
03-07-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, მოწაფეთა აკადემიურ მოსწრებასა და სასწავლო შემართებაზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

მათ შორისაა, მარიამი სეფიშვილი, რომელიც სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, 2025 წლის წარჩინებული მოსწავლეების რეგიონული მასშტაბის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ყვარელში, „ილიას ტბაზე“ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლისმედალოსანმა მოსწავლეებმა.

შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს - თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა - ირაკლი ქადაგიშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა - დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის წევრმა - გელა სამხარაულმა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა. მათ შორის ჯონდო მდივნიშვილმაც. მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 420-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა წარჩინებით.

დაჯილდოების ცერემონია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, პირველად 2022 წელს ჩატარდა. ღონისძიებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და წელს, უკვე მეოთხედ გაიმართა.

გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, წარჩინებულ მოსწავლეებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება