| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, წარმოაჩენენ ცოდნას, შესაძლებლობებს და ასახელებენ სკოლას.
სკოლისთვის საამაყოა - ნიჭიერი მოსწავლეები - ქეთევან ნიჟარაძე და ბარბარე ჩარქსელიანი, რომელთაც საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელში“ წარმატებით იასპარეზეს.
პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა. ფინალურ ტურში, რომელიც 22 ივნისს გაიმართა, საპრიზო ადგილებისთვის (I,II,III ადგილი) ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 21 სკოლის 35 მოსწავლე ეჯიბრებოდა.
მათ შორის იყო უშგულის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე: ქეთევან ნიჟარაძე და ბარბარე ჩარქსელიანი (პედაგოგი:რაული ნიჟარაძე). ბარბარე ჩარქსელიანმა არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენა: დაიკავა I ადგილი და გახდა პროექტის სტიპენდიანტი.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ბარბარეს ამ დიდ გამარჯვებას! მადლობა პროექტის ავტორსა და ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ჟვანიას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა