| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა „ანბანის ზეიმი“ გამართეს, სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა წარმოაჩინეს და პირველი მასწავლებელი სიამაყით აღავსეს.
მათი სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები მოსწავლეებთან ერთად იზეიმეს მასწავლებლებმა. პედაგოგებმა პატარებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. მოსწავლეებს სანიმუშოდ სწავლისთვის საზეიმოდ გადაეცათ სიგელები.
„ძვირფასო პირველკლასელებო, დღეს ჩვენ ერთად ვზეიმობთ მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ დღეს – თქვენი პირველი სასწავლო წლის დასრულებას!
სულ ცოტა ხნის წინ პატარა გულებით, მოლოდინითა და ცოტა შიშითაც გადმოდგით პირველი ნაბიჯები სკოლაში. ისწავლეთ წერა და კითხვა, შეკრება და გამოკლება, მაგრამ მთავარია – ისწავლეთ როგორ იყოთ მეგობრები, როგორ იზრუნოთ ერთმანეთზე და როგორ გაიზარდოთ სიყვარულით. გილოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას“, - ამ სიტყვებით მიმართეს მოსწავლეებს პედაგოგებმა და ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა