| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებს მასწავლებელმა - ჰერიქნაზ სკოიანმა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება მოუწყო და მათთან ერთად ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამა.
ღონისძიება სახელწოდებით - „დამშვიდობება დაწყებით სკოლასთან“ შთამბეჭდავად წარიმართა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი, მოსწავლეებმა მინი სპექტაკლი წამოადგინეს, იმღერეს როგორც ქართულად ისე მშობლიურ ენაზე და საცეკვაო ნომრებით მოხიბლეს დამსწრე საზოგადოება.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა, გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა