| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ანაგის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, განვითარდნენ, შეიძინონ საჭირო უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ და იყვნენ წარმატებულები... სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსწავლეებისთვის სკოლა არა მხოლოდ ცოდნის ტაძარი, არამედ მეგობრობისა და გულწრფელი ურთიერთობების საწყისია.
ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და შემოქმედებით პროექტებში წარმატებებს აღწევენ.
ახლახან ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურს-ფესტივალში „რონდო-კლასიკა“, ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ - ნათია ვარდიაშვილის ხელმძღვანელობით, წარმატებით წარდგნენ და პირველი პრემიაც დაიმსახურეს.
„სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები მასწავლებელ ნათია ვარდიაშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით წარდგნენ საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურს-ფესტივალში „რონდო-კლასიკა“, ქალაქ თელავში, სადაც მოიპოვეს I პრემია!
ასევე დაჯილდოვდა დიპლომით სიღნაღის ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლე მაია ჯანიაშვილი (პედაგოგი ლეილა ვარამაშვილი)“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა