სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი შემეცნებითი გასვლითი აქტივობით დაასრულეს
24-06-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ძველი ანაგის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, განვითარდნენ, შეიძინონ საჭირო უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ და იყვნენ წარმატებულები... სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსწავლეებისთვის სკოლა არა მხოლოდ ცოდნის ტაძარი, არამედ მეგობრობისა და გულწრფელი ურთიერთობების საწყისია.

ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და აქტივობებშიც მონაწილეობენ. 

სასწავლო წლის დასასრულს, V კლასის ხელმძღვანელმა მადონა ბეგიაშვილმა, მშობლების ჩართულობით, შთაბეჭდილებებით დატვირთული მოგზაურობა მოუწყო მოსწავლეებს - შემეცნებით-გასართობი ექსკურსიის მარშრუტი გახლდათ მარტყოფი-ჩარგალი-ფასანაური-ბაზალეთის ტბა-ისთ ფოინთის გასართობი ცენტრი.

გასვლითი აქტივობა ისტორიული ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა:  მოსწავლეებმა მოინახულეს მარტყოფის მონასტერი, სადაც გაეცნენ სასულიერო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ამბებს; ანანურის ციხე-სიმაგრე - საქართველოს ფეოდალურო ეპოქის სტრატეგიული მნიშვნელობის ერთ ერთი ცენტრი.

საბუნებისმეტყველო გარემოს შესწავლა-დაკვირვების ფარგლებში, ფასანაურში მოსწავლეებმა იხილეს შავი და თეთრი არაგვის შერწყმა – უნიკალური ჰიდროლოგიური მოვლენა, რომელიც სასიამოვნო გამოცდილებასთან ერთად დაეხმარა მათ ბუნებრივი პროცესების უკეთ გაგებაში. ასევე, ბაზალეთის ტბაზე ყოფნამ ხელი შეუწყო წყლის ეკოსისტემის, ლეგენდებისა და ლანდშაფტის გააზრებას.

ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობას ემსახურებოდა ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას მუზეუმში სტუმრობა - მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი თვალით ეხილათ პოეტის ცხოვრება, კუთხური ყოფა და მისი შემოქმედების შთამაგონებელი გარემო.

სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას კი დაეხმარა ერთობლივი მგზავრობა, დაკვირვებები და თამაშები ჯგუფებში, რამაც ასევე ხელი შეუწყო გუნდურობას, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღელებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.

დღის ბოლოს ბავშვებმა ისთ ფოინთის გასართობ ცენტრში სასიამოვნოდ და მხიარულად გაატარეს დრო, რაც მნიშვნელოვანი იყო მათი ემოციური განტვირთვისთვის და სასწავლო წლის პოზიტიური დასასრულისთვის.

„ეს ექსკურსია იყო მნიშვნელოვნად გამდიდრებული როგორც საგანმანათლებლო, ისე ქცევითი და ემოციური გამოცდილებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება