სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლატალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ირინა ფარჯიანი, გაცვლითი პროექტით, სლოვაკეთში გაემგზავრება
24-06-2025
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

ამჯერად, კი სკოლაში ირინა ფარჯიანის წარმატებას აღნიშნავენ. სკოლის კურსდამთავრებული ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის ფარგლებში, სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროექტით, სლოვაკეთში გაემგზავრება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ირინა ისწავლის და იმუშავებს ადგილობრივ ორგანიზაციაში, აუტისტური სპექტრის მქონე ახალგაზრდებთან. მისი მიზანი უცხოეთში მიღებული გამოცდილების სამომავლოდ საქართველოში გამოყენებაა.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„უამრავ წარმატებას და დასახული ყველა სხვა მიზნის მიღწევას ვუსურვებთ ჩვენს წარჩინებულ მოსწავლეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება