სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეები საჯარო ლექციას დაესწრნენ და აქტიური ჩართულობისთვის პრიზი დაიმსახურეს
24-06-2025
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლ;ება, განვითარდნენ, შეიძინონ საჭირო უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ და იყვნენ წარმატებულები... სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან საგანმანათლებლო პროექტებში და მიღწეული შედეგებით სიამაყის საფუძველს აძლევენ მშობლიურ სკოლას.

ახლახან ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში გამართულ მორიგ საჯარო ლექციას დაესწრნენ, თემაზე: „გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები“.

აღსანიშნავია, რომ ლექცია წაიკითხა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა და როგორც სკოლაში გვიამბობენ, ეს უკვე მესამე ლექციაა, რომელსაც დიდი ინტერესით ისმენენ მოტივირებული მოსწავლეები.

ინფორმაციისთვის: 14 თებერვალს ბავშვები ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ლექციას თემაზე: „რატომ უნდა დავიცვა სამართალი? - სამართლებრივი კულტურის განვითარების ტენდენციები საქართველოში‘‘;

7 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასოცირებული პროფესორის, საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ია მოსაშვილის ლექციას თემაზე: – „როგორ ფიქრობს თქვენი ტელეფონი?“ .

ბავშვები აქტიურად ერთვებოდნენ ლექციების შემდეგ გამართულ დისკუსიებში და საპატიო პრიზიც დაიმსახურეს.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება