| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელების გასაცილებლად დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებით ბოლო ღონისძიება ჩაატარეს სკოლაში და საყვარელ მასწავლებლებსა და პატარა მეგობრებს სამახსოვრო აქტივობებით და საზეიმო განწყობით დაემშვიდობნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით წარსდგა პედაგოგი ელლადა ჰოველიანი, რომელმაც კურსდამთავრებულებს წარმატებული მომავალი უსურვა:
„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ მშვიდობიან, უღრუბლო ზეცას, ძლიერ ჯანმრთელობას და ერთგული მიზნების ასრულებას.
თან წაიღეთ ჩვენი გონების სინათლე - ნება მიეცით მას, მუდმივად გაგყვეთ და გაგინათოთ თქვენი ცხოვრების ახალი გზა. ცხოვრება გიხმობთ... მშვიდობიანი გზა ყველას.“
მოწვეულ სტუმრებსა და პედაგოგებთან ერთად კურსდამთავრებულებისთვის ეს დღე განსაკუთრებული მადლიერებითა და სითბოთი იყო სავსე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა