სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მამხუტის საჯარო სკოლაში პროექტი „თბილისური ეზო“ ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
23-06-2025
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასასრულს ბილინგვური სწავლების სპეციალისტმა, ასევე ქართული ენის მასწავლებელმა მოვლუდ მეხრაბოვმა განახორციელა პროექტი „თბილისური ეზო“.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის დირექცია, დირექტორი გიას ბადალოვი, მოადგილე ილიაზ ორუჩოვი და მასწავლებლებიდან  ქიარამ ბადალოვი, მაია რეხვიაშვილი. 

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის მიზანია მოსწავლეებმა „თბილისური ეზოს“ მაგალითზე გააცნობიერონ ქვეყნის მრავალფეროვანება და გაიაზრონ ტოლერანტობის მნიშვნელობა.

„გააცნობიერონ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება მდიდარია ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, გაიაზრონ, რომ საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული რელიგიური, ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები მკვიდრობენ ქვეყანაში და მშვიდობიანად ახერხებენ თანაცხოვრებას.  ასევე, შეიძინონ ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების პატივისცემა, განივითარონ შემოქმედებითი აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევები“, - აღნიშნულია პროექტის აღწერაში.

აქტივობა საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რომლებიც დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი პროექტში. აღსანისნავია ისიც რომ დირექციის ინიციატივით პროექტის დასასრულს თბილისში შემეცნებითი- გასართობი გასვლითი აქტივობა მოეწყო და მოსწავლეებმა დედაქქლაის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.  

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება