| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო ოლიმპიადა „Reading is a discount ticket to everywhere“, რომელიც ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სივრცეში გაიმართა, მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი გამოცდილება იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა გულუა და ოდიშის N1 საჯარო სკოლი სპედაგოგი სოფიო ციმინტია და მოსწავლეები.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ოლიმპიადის მიზანი - ინგლისური ენის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი აზროვნების წახალისება ეფექტურად განხორციელდა.
ღონისძიებაში მონაწილეებმა წარმოაჩინეს მაღალი მოტივაცია, დამოუკიდებელი აზროვნება და კითხვის სიყვარული. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთა პრეზენტაციები, რომლებშიც ნათლად გამოიკვეთა მათ მიერ წაკითხული ნაწარმოებების ღრმა გააზრება და შემოქმედებითი ინტერპრეტაცია. დისკუსიები, სახალისო აქტივობები რომელშიც დამსწრე საზოგადოებაც იყო ჩართული. ოლიმპიადა წარმოდგენილი იყო ინგლისურ ენაზე.
აღსანიშნავია პროექტის ორგანიზატორის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგის ნანა გულუას პროფესიონალიზმი და მოსწავლეთა აქტიური მხარდაჭერა, რაც დამატებით ფასეულობას ანიჭებდა ოლიმპიადის მსვლელობას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა