სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნოქალაქევის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით, ბათუმს სტუმრობდნენ
20-06-2025
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს არაერთი ექსკურსია მოეწყო. 

მათ შორის, IX კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მაშა თოფურიას ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმს სტუმრობდნენ. 

როგორც სკოლაში გვეუნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის, ბათუმის მონახულება და მისი ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, სადაც მოინახულეს წმინდა მოციქულ მათატას საფლავი, რომელიც ერთ-ერთია იესოს მოწაფეთაგან.

მოილოცეს სარფის წმ.ანდრია პირველწოდებულის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, რომელიც წარმოადგენს მშვიდობისა და ერთობის სიმბოლოს. ეწვივნენ მახუნცეთის ჩანჩქერსა და ბათუმის ზღვისპირა ბულვარს. დაათვალიერეს ძველი რომაული აბანოები და იხილეს ექსპოზიცია ღია ცის ქვეშ, არქეოლოგიური ნაშთები და წარსულის ნივთები, რომელიც აქვეა გამოფენილი.

მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად შთამბეჭდავი და სასწავლო- შემეცნებითი აღმოჩნდა. 

„მერცხრეკლასელთა ექსკურსია მრავალფეროვანი სანახაობებით მოსწავლეთათვის ძალზე საინტერესო იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება