სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მე-12 კლასელთა ლამაზი გამოსამშვიდობებელი საღამო კოთელიის საჯარო სკოლაში
20-06-2025
-
+


თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი შესანიშნავი თაობა დააფრთიანა და ცხოვრების დიდი ასპარეზისკენ იმედიანად გააცილა.

კურსდამთავრებულებისთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მე-12 კლასელები სკოლაში ტრადიციულად თეთრი პერანგებით გამოცხადდნენ და სურვილები გაცვალეს. გაიმართა გამოსამშვიდობებელი საღამო. კურსდამთავრებულებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, სასკოლო ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდები კი გააცოცხლეს. დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

მე-12 კლასელებმა სიმბოლურად პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების პირველი პირველი ნაბიჯები დაულოცეს და თავიანთ პირველ მასწავლებელთან ერთად წარმატებები უსურვეს. იყო ბევრი მილოცვა, ცრემლი და სევდანარევი სიხარული.

დირექტორმა და პედაგოგებმა კი მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი უსურვეს. 

„გზას, დაგილოცავთ ბავშვებო, გვჯერა საუკეთესო მამულიშვილები იქნებით, გვჯერა ასახელებთ სკოლას, აღმზრდელებს. თქვენი პატარა სოფლის სახელს დიდ ასპარეზზე სასიკეთოდ გაიტანთ“,- აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება