| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2024-2025 სასწავლო წელი მიიწურა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება, ამისთვის კი მიმართავდნენ სხვადასხვა ღონისძიებებს, აქტივობებსა თუ პროექტებს.
მათ შორის აღსანიშნავია საერთაშორისო პროექტი სახელწოდებით - „დეტალები წარსულის შესანიშნავი ჭრილები და სილუეტებია: გაეცანი და გაგვაცანი შენი ქვეყანა“, რომელსაც ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ვენერა მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა.
გრძელვადიან პროექტს მოსწავლეები სასწავლო წლის დასაწყისში შეუერთდნენ. მთელი წლის განმავლობაში კი აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საინტერესო თემებზე, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები ცდილობდნენ უცხოელი მონაწილეებისათვის (ჩართული იყო 6 ქვეყანა) გაეცნოთ ქართული ტრადიციები, კულტურა და კულინარია... ამ პროექტის მიზანი ხომ შემდეგი იყო:
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტზე აქტიური მუშაობა 6 თვეს გაგრძელდა. დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს eTwininng-ის პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები. გარდა ამისა, პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს პროექტის მონაწილეებმა გააცნეს პრეზენტაციები, რომლებიც პროექტზე მუშაობას ასახავდა.
შემაჯამებელმა ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაირა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი მომავალ წელს უფრო აქტიურად ჩაებან მოსწავლეები ამ პროექტში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა