სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დედაქალაქს სტუმრობდნენ
20-06-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის დასრულების შემდეგ შთამბეჭდავი, შემეცნებითი ხასიათის ექსკურსია მოეწყო. 

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით მოსწავლეები დედაქალაქს ესტუმრნენ. 

 როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა უმეტესობას ნანახი არ ჰქონდა თბილისი, შესაბამისად ექსკურსია მათთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, სტუმრობდნენ სამების ეკლესიას, შემდეგ კი მცხეთაში გადაინაცვლეს და მონახულეს სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი. ისტორიის მასწავლებელმა - ლიუბოვ დემინოვამ დეტალურად გააცნო მოსწავლეებს ისტორიული ძეგლების მნიშვნელობა.

 ბავშვებისათვის მეტად საინტერესო აღმოჩდა მემორიალი - „საქართველოს მატიანე“ და გზად ნანახი დიდგორის მონუმენტი, სადაც მათ მასწავლებლებთან ერთად უამრავი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსია ყველასთვის საოცნებო მთაწმინდის პარკში დაგვირგვინდა. 

„დარწმუნებული ვართ მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ ეს საინტერესო და ბედნიერი დღე გატარებული საქართველოს დედაქალაქ თბილისში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება