სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხრიალეთის საჯარო სკოლაში ზღაპრების კვირეული გაიმართა
20-06-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა თუ აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურებოდა. 

აღსანიშნავია, ზღაპრების კვირეული, რომელიც მეტად შემოქმედებითად წარიმართა. მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ზღაპრულ აქტივობებში და გახდნენ არა მხოლოდ ზღაპრების მკითხველები, არამედ მათი მონაწილეებიც.

ღონისძიების მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, მოტივაციის ამაღლება და ქართული თუ უცხოური ზღაპრების ღირებულებების გაცნობა. 

კვირეული მოიცავდა კოსტიუმირებულ წარმოდგენებს, მხატვრულ-თეატრალურ დადგმებსა, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა ბავშვების შემოქმედებით ჩართულობას.

მოსწავლეებმა არაერთი ზღაპარი გააცოცხლეს სცენაზე - ისინი გარდაისახნენ სხვადასხვა ზღაპრულ გმირებად.

კვირეული თბილ, მეგობრულ და შთამაგონებელ გარემოში წარიმართა და ბავშვებისთვის დაუვიწყარი ემოციებით სავსე აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება