სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატებული ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში
20-06-2025
-
+


ქუთაისის N45 საჯარო რესურსსკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ჟესტური ენის პედაგოგების ინიციატივით,  მონაწილეობა მიიღეს eTwinning-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში.

ü  პროექტში- „უხმო ენების უნივერსალური ძალა“ (The Universal Power of Silent Languages) მოსწავლეებმა შეისწავლეს თურქეთისა და მაკედონიის ჟესტური ენის საფუძვლები, გაეცნენ მათ თავისებურებებსა და უნიკალურ მახასიათებლებს; გაიღრმავეს კულტურული და ლინგვისტური ცნობიერება; დახვეწეს პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები.

გარდა ამისა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიურობისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების წახალისებას.

ü  პროექტის - „Web 2.0 Innovators: Digital Collaboration in Action’’ ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ Web 2.0 ინსტრუმენტებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს. მიუხედავად სმენის შეზღუდვისა, მონაწილეებმა წარმატებით გამოიყენეს  მრავალფეროვანი ციფრული პლატფორმები და კრეატიული რესურსები, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათი ციფრული კომპეტენციების განვითარებაში.

ü  პროექტი: „ინკლუზიური და მრავალფეროვანი საზოგადოების მშენებლობა“ (United in Diversity: Building Inclusive Communities) ფოკუსირდებოდა ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა: თანასწორობა, განსხვავებულობის პატივისცემა, სოციალური პასუხისმგებლობა და აქტიური მოქალაქეობა.  ბავშვები არა მხოლოდ სწავლობდნენ, არამედ ერთობლივად ქმნიდნენ სივრცეს, სადაც განსხვავებულობა ღირებულებად აღიქმება. პროექტის კულმინაცია გახდა ერთიანი ციფრული პროდუქტი — შემოქმედებითი ნამუშევარი, რომელიც ინკლუზიური საზოგადოების იდეას ატარებს.

პროექტების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოსწავლეების საჭიროებებს,  მათთვის შეიქმნა ადაპტირებული საგანმანათლებლო გარემო, რაც ხელს უწყობდა მათ  ჩართულობას საერთო აქტივობებში. ინოვაციური მეთოდების, ტექნოლოგიების, ინტერაქტიული და სახალისო აქტივობების გამოყენებამ გააღვივა  მოსწავლეთა მოტივაცია და  გაზარდა ინტერესი eTwinning-ის პროექტების მიმართ.

პროექტების დასრულების შემდეგ ყველა მოსწავლე სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება