| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პედაგოგმა - თათია ჯინჭარაძემ სასწავლო წლის მიწურულს მოსწავლეებს დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო, მათ ოცნებებსა და მიზნებს ფრთები შეასხა და კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით შექმნა ფოტოები სადაც უკვე გაზრდილი და საკუთარ პროფესიებში წარმატებული მოსწავლეები იცქირებიან.
ვიდეორგოლში ვხედავთ როგორ გადასცემს მასწავლებელი მოსწავლეებს ფოტოებს, მოსწავლეთა აღფრთოვანებული სახეები შთამბეჭდავი სანახავია.
„ძალიან ვეცადე მათი პატარა ოცნებები რეალობად მექცია, ახლა კი, როცა ეგონებათ რომ რაღაც არ გამოუვათ ამ ფოტოს დახედავენ და მიხვდებიან, რომ წინ დიდი გზა ელით“,- აღნიშნავს პედაგოგებს და მოსწავლეებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ მომავალს უსურვებს და მტკიცედ სჯერა, რომ იამაყებს მათი წარმატებით.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა