| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებითა და ღონისძიებებით, რომლებიც ემსახურებოდა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას.
მათ შორის, სკოლის ბიბლიოთეკარის მადონა ლუკავას ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა სასკოლო ჩემპიონატი შაშში, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
შეჯიბრება რამდენიმე ეტაპად გაიმართა. ყოველ ჯერზე გასაოცარი იყო მოსწავლეთა ჟინი და სწრაფვა გამარჯვებისკენ.
დაძაბული თამაშების შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი დაიკავა დათუნა შენგელიამ (IVკლ);
II ადგილზე გავიდა შმაგი გაბედავა (VII კლ);
III ადგილი ერგო ბაჩანა გაბედავას (VI კლ).
ღონისძიებას მხარს უჭერდნენ და კურირებდნენ პედაგოგები: ირმა პაპავა და მანანა ცირდავა.
ტურნირი შეაჯამა სკოლის დირექტორმა - როდერ ცირდავამ. მან მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა საინტერესო ღონისძიების განხორციელებისთვის, მოსწავლეებს კი სამახსოვრო სიგელები გადასცა და შემდგომო წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა