სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება მათემატიკის ოლიმპიადაში 
19-06-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, მათი ნიჭისა და უნარების რეალიზების მიზნით კი ახალისებენ მოწაფეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

„ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო მოსწავლეებში არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავება, არამედ მათი მოტივაციის ამაღლება, შეჯიბრებითობის სულისკვეთების გაღვივება და ნიჭის სრულად რეალიზება. სწორედ ამ მიზნით, სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ქალბატონი ლუიზა ბაიაშვილი, აქტიურად ჩაერთო მოსწავლეებთან ერთად „კინგსის“ ოლიმპიადებში.

ქალბატონი ლუიზა, თავისი მრავალწლიანი გამოცდილებითა და თავდადებით, ცდილობდა მოსწავლეებში მათემატიკისადმი სიყვარული გაეღვივებინა და მათთვის საინტერესო და სახალისო გზებით შეესწავლებინა ეს საგანი. ოლიმპიადებში მონაწილეობა კი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი იყო, რადგან ის მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, გამოსცადონ საკუთარი ძალები, შეაფასონ ცოდნის დონე და მოემზადონ მომავალი გამოწვევებისთვის“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

საამაყოა პედაგოგის მიღებული შედეგები:

ამ მიზანდასახული შრომის შედეგად, არხილოსკალოს საჯარო სკოლამ შესანიშნავი შედეგები აჩვენა 2024 წლის შემოდგომის სეზონის „კინგსის“ მათემატიკის ოლიმპიადაში. მოსწავლეთა მონდომებამ და მასწავლებლის სწორმა მიდგომამ ნაყოფი გამოიღო - ოლიმპიადებში წარმატებით იასპარეზეს - მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი წიკლაურმა (კლასის დამრიგებელი - ფატი ამირიძე) და მე-5 კლასის მოსწავლე ლუკა ბუჩუკურმა (კლასის დამრიგებელი-ნატო აფციაური).

ორივემ წარმატებული მონაწილეობისთვის საპატიო სიგელები დაიმსახურა.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და პედაგოგის მიდგომები. 

„ეს არ არის უბრალოდ სიგელები, ეს არის აღიარება იმ შრომისა და მონდომებისა, რაც მათ ამ მიღწევაში ჩადეს. ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენი მოსწავლეები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ წარმატებასაც აღწევენ საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებში.

ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს, გიორგისა და ლუკას, ასევე მათ უბადლო მასწავლებელს, ქალბატონ ლუიზა ბაიაშვილს ამ შესანიშნავ შედეგს!

თქვენი წარმატება არის ინსპირაცია ყველა ჩვენგანისთვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანდასახული შრომითა და ერთობლივი ძალისხმევით ნებისმიერი სიმაღლის დაპყრობაა შესაძლებელი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება