სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 სკოლის მე-4 კლასელთა ოთხწლიანი სასკოლო ცხოვრების ნაყოფიერი დაგვირგვინება და ნიღბების თეატრში წარმოდგენილი შთამბეჭდავი სანახაობა 
19-06-2025
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ნიღბების თეატრში დაუვიწყარი წარმოდგენა გამართეს. 

კლასის დამრიგებლის - ელისო ჩხიკვაძის, მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევითა და ურთიერთთანამშრომლობით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი, შთამბეჭდავი, აკადემიურად შემდგარი ზეიმი მოუწყვეს სასკოლო და დამსწრე საზოგადოებას.

მოსწავლეთა მზაობამ, პასუხისმგებლობამ, აკადემიურმა თუ ესთეტიკურმა შესაძლებლობებმა ნიღბების თეატრის სცენის მაყურებლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.

მათ მიერ გადმოცემულმა სასცენო შინაარსმა ხაზი გაუსვა დაწყებითი კლასების პედაგოგის ოთხწლიან თავდაუზოგავ შრომასა და ამ შრომის ნაყოფიერ დაგვირგვინებას, აღსაზრდელთა კომპეტენციებს- საზოგადოების წინაშე ღირსეულად და ძარღვიანად წარმოთქვან სიტყვა, სიტყვის პარალელურად დააფიქსირონ ადეკვატური ემოცია, გაითამაშონ სასცენო სპექტაკლი დიდაქტიკური ელემენტებით და ერთგვარ შეგონებაზე მიუთოთონ მაყურებელს, შეასრულონ ქართული ტრადიციული ელემენტებით გაჯერებული და ქართული სულის სრულად გამომხატველი არაერთი ცეკვა, სიმღერით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები ღირებულებების მიმართ, რაც ასევე ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებლის - ელეონორა ფხაკაძის, ქალბატონი ია ტყაბლაძის, ქორეოგრაფების - ქეთევან და ლაშა ჭიქაბერიძეების, დამსახურებაა.

ზეიმის დასასრულს სკოლის ადმინისტრაციამ, დირექტორმა- ნათია სულავამ და სასწავლო ნაწილმა - მერი სართანიამ წარმატებები უსურვეს აღსაზრდელებს მომდევნო სასწავლო საფეხურზე, ხაზი გაუსვეს პედაგოგის, აღსაზრდელებისა და მშობლების ერთობლივი მუშაობის საამაყო შედეგს, განსაკუთრებული სიმპათია გამოხატეს მოსწავლეთა უნარებისა და მრავალმხრივი შესაძლებლობების მიმართ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება