სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალკის N2 საჯარო სკოლასთან შერწყმული ტბეთის სკოლის მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი წარმტაცი ღონისძიებით შეაჯამეს
18-06-2025
-
+


წალკის N2 საჯარო სკოლასა და ოპტიმიზაციის შედეგად შემოერთებულ სოფელ ტბეთის სკოლაში  სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამართეს დასკვნითი ღონისძიება.

მე-4 კლასელებმა სასწავლო მიღწევები აღნიშნეს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, შემოქმედებითობასთან ერთად, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. მოსწავლეებმა პედაგოგს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. დამრიგებელმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცა. 

„ღონისძიება იყო მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო. ჩანდა მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თავდაუზოგავი შრომა, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ბედნიერ არდადეგებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება