| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N129 საჯარო სკოლის მე-10ა კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი ნანა მესხიშვილი მწერალ დათო ტურაშვილის დედა ენის ბაღში გამართულ ლექციას დაესწრნენ.
მე-10ა კლასის მოსწავლის მარი ღვინიაშვილის თქმით, თავდაპირველად მწერალმა საბჭოთა პერიოდისა და დღევანდელ საქართველოს შორის მსგავსება-განსხვავებაზე ისაუბრა და მსმენელს ორივე პერიოდის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები გააცნო.
„ამის შემდეგ მწერლის სასაუბრო საგნად ლიტერატურა იქცა. მან აღნიშნა მეტად უცხო, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტი ცნობილი ესპანელი მწერლის სერვანტესის პერსონაჟ ,,დონ კი ხოტის“ სახელის მართლწერასთან დაკავშირებით და თქვა, რომ სწორია არა ,,დონ კი ხოტი“, არამედ „დონ კი ხოტე.
ლექციის დასასრულს დათო ტურაშვილმა დიდი დრო დაუთმო ჰაგიოგრაფიასა და მის ფასდაუდებელ როლს ქართულ ლიტერატურასა თუ ისტორიაში. მიმოიხილა მათი შინაარსი, იმდროინდელი პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობა. აღნიშნა ისიც, რომ ქართული რენესანსი და ზოგადად ცივილიზაცია რამდენიმე საუკუნით ადრე დაიწყო, ვიდრე ევროპული. ჯერ კიდევ V საუკუნის ნაწარმოებ „შუშანიკი წამებაში“ დაისვა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხი“,-აღნიშნავს სკოლის აღსაზრდელი.
ლექციის დასრულების შემდეგ იქ მყოფმა საზოგადოებამ მათთვის საინტერესო კითხვებით მიმართა მწერალს და მისგან ამომწურავი პასუხები მიიღო.
იხილეთ ფოტო
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში