სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვურჩევდი ყველა მასწავლებელს, მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეთ მოსწავლეებთან“ - დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე გოგი ფარულავა
14-08-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე გოგი ფარულავა პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. ახლახან ისტრიის უფროსმა მასწავლებელმა, სამოქალაქო განათლებაშიც დაადასტურა კომპეტენცია და მასწავლებლის გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარა. 

მისი თქმით, თანამედროვე მასწავლებელი პირველ რიგში, თავისი საგნის კარგი მცოდნე უნდა იყოს. პროფესიონალიზმთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ ურთიერთობებს. 

მისი თქმით, პედაგოგის როლი გაცილებით მეტია, ვიდე უბრალოდ ცოდნის გაზიარება - მასწავლებელი უნდა იყოს მეგობრული მოსწავლეებთან, კოლეგებთან და მშობლებთან, მომავალ თაობას უნდა შთააგონებდეს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა პატიორტიზმი, შეძლოს თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომის პოვნა.

თუ როგორ ემზადება სკოლა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად? რა ურჩევს ახალგაზრდა პედაგოგებს?როგორ აქცევს სასწავლო პროცესს მოსწავლეებისთვის მოტივირებულ და ინტერაქტიულ სივრცედ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე გოგი ფარულავა პასუხობს. 

-როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? 

- სამწუხაროდ, პირველი შემთხვევაა, როცა ახალ სასწავლო წელს პირველკლასელი არ გვყავს. თავისთავად, ყოველ წელს ვემზადებით ღონისძიებებით, საჩუქრებით, საზეიმო ვითარებაში გადავცემთ კომპიუტერებს. ლექსებით, სიმღერებით გამოდიან და სახალისო გარემოს ვუქმნით. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- რა თქმა უნდა, ხშირი კომუნიკაცია სკოლასთან, მასწავლებლებთან, რათა მოხდეს ადაპტაცია და სწორი მიმართულებით წარიმართოს სასწავლო პროცესი.

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

- პირველ რიგში, თავისი საგნის კარგი მცოდნე უნდა იყოს. ამასთან ერთად, უნდა იყოს კომუნიკაბელური, მეგორბული-კოლეგებთან, მშობლებთან ურთიერთობაში. აგრეთვე უნდა უვითარებდეს მოსწავლეებს პატრიოტიზმის გრძნობას.

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

- ჩვენ გვყავდა რამდენიმე სსსმ მოსწავლე, რომლებსაც ყველანაირ პირობას ვუქმნიდით ადაპტაციისთვის. ამას ყველა აღნიშნავდა, მათ შორის მშობლებიც. მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. მაქსიმალურად იყო მორგებული სასწავლო პროცესი მათზე. ბევრი რამ წაიღეს ჩვენი სკოლიდან.

- როგორ იქმნება ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?

- ჩვენ როცა ვიზრდებოდით, ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება იყო, მასწავლებელს ჰქონდა იმის უფლება, რომ ხელიც კი აეწია მოსწავლეზე. ეს მიდგომა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ასეთი პრაქტიკა არ არის დღეს ჩვენს სკოლაში და მე ვურჩევდი ყველა მასწავლებელს, რომ მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეთ მოსწავლეებთან. 

- როგორ აქცევთ სასწავლო პროცესს მოსწავლეებისთვის მოტივირებულ და ინტერაქტიულ სივრცედ?

- ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გვეხმარება ამაში. ისტ-ის ოთახი ისე გვაქვს მოწყობილი. ყველა მასწავლებელს ხშირად ვეუბნებით, რომ ჩაატარონ გაკვეთილი ისტ-ის კაბინეტში, რათა სწავლის მოტივაცია უფრო გაუღვივონ ბავშვებს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი კლასის მოსწავლეები იქნებიან. უფრო დაბალ საფეხურზე ძალიან საინტერესოდ ეჩვენებათ ეს მოსწავლეებს და სწავლის მოტივაციას უზრდით.

- როგორ მოახერხოს დამწყებმა პედაგოგმა თავისი როლის ჩამოყალიბება კლასში? 

- ჩემი გამოცდილებით ასეთ რჩევას მივცემდი დამწყებ პედაგოგებს: ყველა მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და ერთნაირი მეთოდი არაა მისაღები საკლასო ოთახში, საჭიროების მიხედვით ყველა მოსწავლეს უნდა მიუდგნენ ინდივიდუალურად, გაითვალისწინონ მათი შესაძლებლობები და საჭიროების შემთხვევაში დაეკონტაქტონ მშობლებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება