სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ნახეს
19-06-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის თეატრში სტუმრობა სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 

​მე-8 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მზიური კოჩალიძის ხელმძღვანელობით, ესტუმრნენ ქართული თეატრის მნიშვნელოვან და გამორჩეულ სანახაობას - სპექტაკლს - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, რომელიც თეატრში - „მოდი ნახე“ გაიმართა.

სპექტაკლმა, რომელიც სავსე იყო ემოციებით, სიღრმით და სათქმელით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.

ისინი დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს მსახიობების თამაშს და თანაუგრძნობდნენ თითოეულ გმირს.

„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა მეგობრობა, ურთიერთგაგება, შინაგანი სამყაროს ძიება და იმედის ძალა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მოზარდების ასაკში.

თეატრალური ვიზიტი არ იყო მხოლოდ გართობა - იგი იქცა საინტერესო ემოციურ და შემეცნებით თავგადასავალად.

მოსწავლეებმა შეძლეს ხელოვნების სათანადოდ აღქმა, გააანალიზეს პერსონაჟთა ქცევები, განცდები და მოტივები.

თეატრში სტუმრობა ხელს უწყობს ახალგაზრდებში კულტურული გემოვნების ჩამოყალიბებას, ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებასა და ემპათიას, ამდიდრებს მათ შინაგან სამყაროს.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება