| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ემსახურება.
10 ივნისს, ჩოლურის საჯარო სკოლისა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ერთობლივად განახორციელეს პროექტი - „მეგობრობა გზად და ხიდად“, რომელიც იყო გაგრძელება წინა წელს ჩატარებული პროექტისა - „ჩემი ფესვები“.
ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში, დაათვალიერეს ხონის ღირსშესანიშნაოებები, მათ შორის ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და სოფელ კუხის დედათა მონასტერი.
ჩოლურის საჯარო სკოლელები ასევე აქტიურად შეუერთდნენ სპორტულ ღონისძიებას, რომელსაც ქუტირის საჯარო სკოლამ უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ - ჩოლურის, ნამაშევისა და ქუტირის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი აზარტით იასპარეზეს და ერთმანეთს სხვადასვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ.
მეგობრობის ნიშნად კი მოსწავლეებმა ერთობლივად კაკლის ხე დარგეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი იყო საგანმანათლებლო და შემოქმედებითი, მოსწავლეებს გაუღრმავდათ ურთიეთ- თანამშრომლობის უნარები.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა