სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმს ეწვივნენ
18-06-2025
-
+


მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთ შთამბეჭდავი დღე შეემატა. 

სკოლის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლია ჩიტიაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმს ეწვივნენ.

ქართულ ენაში შესწავლილი თემის- „თოჯინა”- ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ, როგორი სათამაშოები არსებობდა ძველად, რისგან და როგორ კეთდებოდა ისინი. თოჯინებს, სათამაშოებს ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამიტომაც მოსწავლეებმა ხალისით განახორციელეს  სხვადასხვა აქტივობები და თოჯინებიც საკუთარი ფანტაზიით შექმნეს. შემდეგ კი თავიანთი დამზადებული თოჯინებით ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს და შექებაც დაიმსახურეს.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველებური და თანამედროვე თემაზე შექმნილი სათამაშოები, ხალხური დედოფალები, ლიტერატურული პერსონაჟების მიხედვით დამზადებული თოჯინები. ზოგი პერსონაჟი ამოიცნეს კიდეც. ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია თოჯინების შექმნის პროცესისა და ტექნოლოგიების შესახებ.

ეს დღე საინტერესოდ გაგრძელდა. შთამბეჭდავი იყო საღვთო სჯულის მასწავლებელ მაია ამანათიძის მიერ ჩატარებული გაკვეთილი მთაწმინდაზე, ღირსი მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიაში. მოსწავლეებმა გაიხსენეს, როგორ მიიზიდა მამა დავითმა მრავალი ადამიანი თავისი საოცარი ქადაგებებითა და სამაგალითო ცხოვრებით, რა სასწაულები აღესრულებოდა მისი ლოცვით, რა დიდი ძალა აქვს რწმენას, როგორ იფარავს უფლის მადლი ადამიანებს.

 მოსწავლეებმა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიც დაათვალიერეს.

შთაბეჭდილებებით აღსავსე ეს ლამაზი დღე პატარებს დიდხანს ემახსოვრებათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება