სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოგზაურობა პროფესიების სამყაროში“ - ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგ იზოლდა ხვიჩავას ავტორობით საერთაშორისო პროექტი განხორციელდა 
18-06-2025
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა უკვე მერვე წელია, ჩართულია eTwinning-ის ქსელში, რომელშიც გაწევრიანებულია ათასობით მასწავლებელი, რომლებიც იზიარებენ ინკლუზიურ ხედვას, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და 21-ე საუკუნის უნარების მაქსიმალური გამოყენებით.

eTwinning-ის ქსელი ხელს უწყობს  საინტერესო პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლების გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლებას, საკუთარი პროექტების შექმნას.

eTwinner-ები ხვდებიან და თანამშრომლობენ ონლაინ, სკოლაში, eTwinning-ის ღონისძიებებსა და კონფერენციებზე, აკე­თე­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, თა­მა­შო­ბენ Kahoot-ს, ამ­ზა­დე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა რე­სურსს, უკეთ ეუფლებიან უცხო ენას, უვითარდებათ თანამშრომლობის კულტურა. სკო­ლას eTwinning პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, მი­ღე­ბუ­ლი აქვს ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შნები. 2021-2022 სას­წავ­ლო წელს ჩხორიის საჯარო სკოლას „eTwinning სკო­ლის“ ტი­ტუ­ლი მი­ე­ნი­ჭა.

2024-2025 სას­წავ­ლო წელს სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და eTwinning-პრო­ექ­ტი -„მოგზაურობა პროფესიების სამყაროში“,რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახლდათ პედაგოგი იზოლდა ხვიჩავა, თა­ნა­ავ­ტო­რი კი თურ­ქი მას­წავ­ლე­ბე­ლი. პრო­ექ­ტ­ში მონაწილეობდნენ სკოლები ქვეყნებიდან: სა­ქარ­თ­ვე­ლო, თურ­ქე­თი, სა­ბერ­ძ­ნე­თი, რუმინეთი .

როგორც პროექტის ავტორი გვეუბნება, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა მიერ პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობის გააზრება, არსებული სტერეოტიპების გაცნობიერება, საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვითცნობიერება და მათი რეალიზების გზების ძიება. მოსწავლეებში 21-ე საუკუნის ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც აუცილებელია ახალგაზრდა თაობის აღზრდა-ჩამოყალიბებისთვის. მოსწავლეთათვის თავიანთ ქვეყანაში განათლების მიღების შესაძლებლობების გაცნობა.ცნობიერების ამაღლება  Web2 ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ. 

შემოქმედებითობის, კრეატიულობის, გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება.

„შედგა პირველი კომუნიკაცია პროექტში მონაწილე სკოლების მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ,რომელთაც გავაცანი პროექტის მიზნები. შემდგომ მასწავლებლებმა განვიხილეთ პროექტის გეგმა ჩვენს მოსწავლეებთან და გადავანაწილეთ ფუნქციები. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა განათავსეს ინფორმაცია თავიანთ შესახებ მითითებულ გვერდზე.

თანამშრომლობით შეიქმნა:

1.  ინტერნაციონალური  გუნდი.

2. ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაციები თავიანთ საყვარელ პროფესიებზე. შეიძინეს ისეთი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობის, სოციალური და კულტურათაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ინგლისური ენისა და ციფრული ტექნოლოგიების უკეთ ფლობას, თანამედროვე ისტ-რესურსების გამოყენებით, ინფორმაციის მოძიებას, პრეზენტაციების მომზადებას.

3 შეიქმნა პროექტის ლოგოები და ხმის მიცემის გზით შეირჩა საუკეთესო;

4.შედგა ერთობლივი ონლაინ თამაში „კაჰუტი“- „ჩემი საყვარელი პროფესია;

5. შევქმენით კოლაბორაციული წიგნი Bookcreator -ში თემაზე: ჩემი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები;

6. Answergarden-ში - ავაგეთ ასოციაციური რუკა სიტყვაზე - პროფესიები;

7.პარტნიორმა სკოლებმა მონიშნეს თავიანთი სკოლები რუკაზე;

8. „გუგლი ფორმსის“ საშუალებით, პარტნიორმა სკოლებმა შეავსეს ინტერესების კითხვარი, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა ვიზიტები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში.

საპროექტო მუშაობის დროს გამოვიყენე გუნდური მუშაობა, სწავლა კეთებით, თანატოლებთან ურთიერთობით“,- გვიყვება პედაგოგი და დასძენს, რომ მოსწავლეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეავსეს „ინტერესების კითხვარი“, აწარმოებდნენ დამოუკიდებლად მცირე კვლევებს, მათ ჩაატარეს გამოკითხვა სკოლაში და თემში და მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი პროფესიებია მოთხოვნადი.

გააუმჯობესეს წერა, კითხვა და ლაპარაკი ინგლისურ ენაზე, შეძლეს კომპიუტერული უნარების განვითარება, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება.

მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული პრეზენტაციები, ბუკლეტები, ვიდეო, ფოტოსლაიდები, სურათები და პლაკატები ქალაქზე, სოფელზე, ქვეყანაზე, „ითვინინგის“ დღეზე, ინტერნეტის უსაფრთხოებაზე, პროფესიებზე. დაწერეს პროექტის რეფლექსია „გუგლი ფორმსის“ დახმარებით. შეუძლიათ საყვარელ პროფესიებსა და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა;

მათი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა სკოლაში, ისინი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში, მოსწავლეებს განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, ენისა და შემოქმედებითი უნარები. მათ უკეთ ისწავლეს ICT ტექნოლოგიები.

„პრო­ექ­ტის შე­დე­გად შედ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის პე­და­გო­გებ­თან. და­ვუ­მე­გობ­რ­დით ევ­რო­პელ მას­წავ­ლებ­ლებს, ერ­თ­მა­ნეთს იდე­ე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი გა­ვუ­ზი­ა­რეთ. პრო­ექ­ტ­მა ხე­ლი შე­უწყო სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და უფ­რო ინო­ვა­ცი­უ­რი გა­ხა­და ის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ბმული

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება