| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი დასრულდა. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება და წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს.
აღსანიშნავია, მე-7 კლასის მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამაბელი გაკვეთილი თემაზე - „თორნიკე ერისთავის საბრძოლო გეგმა“. მე-7 კლასელებმა შემაჯამებელი გაკვეთილით აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ შესწავლა დაასრულეს და შეძენილი ცოდნა შეაჯამეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი თამარ კობზონაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალებაც შესთავაზა. მოსწავლეებმა, დავალების ფარგლებში, საინტერესო პოსტერები შექმნეს და პრეზენტაციები გამართეს.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა