| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის ერთადერთმა პირველკლასელმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები მას მთელმა სკოლამ მიულოცა.
როგორც სკოლაში გევუბნებიან, „ანბანის გაცილება“ ჩვეულზე უფრო მეტად ხალხმრავალი იყო.
პირველკლასელი ლამაზი სიტყვით გამოვიდა სასკოლო საზოგადოების წინაშე, პირველ წიგნს დაემშვიდობა, თუმცაღა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ის დარწმუნებულია, რომ ანბანი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის გაუძღვება, ეს მშვენიერი დღე კი მის მეხსირებაში დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.
მოსწავლემ ისაუბრა მესროპ მაშტოცის, სომხური ანბანის შექმნის შესახებ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო მესროპული ასოების და სომხური ანბანის მრავალი მახასიათებლის წარდგენა.
საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც - მხიარული სიმღერები და საცეკვაო ნომრები.
ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი სიტყვით გამოვიდა. მან მიულოცა პირველი კლასის მოსწავლეს, დამრიგებელს - ანნა აბრაჰამიანსა და პირველკლასელის ყველა მასწავლებელს, სასწავლო წლის წარმატებით დასრულება.
როგგორც სკოლაში აღნიშნავენ, ნებისმიერი პირველი კლასის ზეიმი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი დღესასწაულია.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას