სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მესტიის N3 სკოლის მოსწავლეებმა ერთი დღით ადმინისტრაციისა და პედაგოგთა როლები მოირგეს
18-06-2025
-
+


დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში სკოლის მართვა ერთი დღით მოსწავლეებს მიანდეს. 

სასწავლო წლის მიწურულს სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე მოეწყო. მოსწავლეებმა ერთი დღით სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების როლი მოირგეს.

მოსწავლეებმა სკოლის მართვას ღირსეულად გაართვეს თავი, მათ სულ სხვა თვალით დაინახეს და დააფასეს სკოლა, მასწავლებლის პროფესია, სკოლის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის როლი.

„ჩვენს სკოლაში უჩვეულო და სახალისო დღე გვქონდა - როლების შეცვლის დღე! მოსწავლეებმა ჩვენი ადგილები დაიკავეს - მათ შორის დირექტორიც მოსწავლე იყო! 

დღე გამოვიდა საოცარი კრეატიულობით და პოზიტიური ენერგიით სავსე. მოსწავლეებმა დაგვანახეს, როგორ ხედავენ ისინი სწავლების პროცესს, ჩვენ კი ერთი დღით შეგვეძლო მათი თვალით დაგვენახა საკლასო ცხოვრება. მათ სრულად დაინახეს ყველა გამოწვევა თუ წარმატება, რაც სასკოლო ცხოვრებას ახლავს, ცოტას ვნერვიულობდით, მაგრამ ესეც პასუხისმგებლობის შედეგი იყო. გვიყვარხართ ბავშვებო.

ასეთი ინიციატივები უფრო გვაახლოებს და სწავლას მხიარულს და ინოვაციურ პროცესად აქცევს. დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის და შემოქმედებითობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან არაერთ საინტერესო ინიციატივას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება