სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ოჯახის გენეალოგიური ხე“ - შთამბეჭდავი ღია საჩვენებელი გაკვეთილი დეხვირის საჯარო სკოლაში
17-06-2025
-
+


2024-2025 სასწავლო წელი დასრულდა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღმისეული განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს და წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. 

აღსანიშნავია, ინგლისური ენის მასწავლებლის - ინგა უგრეხელიძის მე-4 კლასში ჩატარებული ღია საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „ჩემი ოჯახის გენეალოგიური ხე“. 

გაკვეთილმა მიზანს წარმატებით მიაღწია - მოსწავლემ შეძლო ოჯახის წევრების დასახელება ინგლისურ ენაზე, შეისწავლა ოჯახის წევრების აღმნიშვნელი ლექსიკა, შეძლო წინადადებების შედგენა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ისწავლა და გამოიყენა კუთვნილებით ნაცვალსახელები სხვადასხვა წინადადებაში.  

აღსანიშნავია, რომ მთელი საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე, მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული ყველა საინტერესო, შემეცნებით და  სახალისო აქტივობაში.

მე-4 კლასის მოსწავლემ - ანა გუგავამ - ინგლისურ ენაზე წარმოადგინა პრეზენტაცია, საუბრის დროს თხრობის შესაბამისად იყენებდა ინტონაციას, მახვილს, პაუზასა და ხმის ტემბრს.

მან შექმნა თავისი ოჯახის გენეალოგიის ხე, დაახასიათა თითოეული ოჯახის წევრი, ისაუბრა მათ შესახებ და გამოხატა  საკუთარი დამოკიდებულება თემასთან დაკავშირებით 

გაკვეთილს ესწრებოდნენ ხარისხის მართვის წევრები. გაკვეთილი შეფასდა დადებითად.

„წარმატებასა და საინტერესო-შემეცნებით გაკვეთილებს ვუსურვებთ ინგა მასწავლებელს თავის მოსწავლეებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ პედაგოგის მიდგომები და მოსწავლის აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება