| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს არის საანგარიშო გაკვეთილების ჩატარების ტრადიცია.
იმ კლასებში, სადაც სკოლის დირექტორი, ცირა ბრეგვაძე, როგორც მასწავლებელი შედის, ტარდება საანგარიშო გაკვეთილები, რომელსაც მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
ერთ-ერთი ასეთი სააგნარიშო გაკვეთილი ჩატარდა მერვე კლასში. მას პროექტული ფორმა ჰქონდა. პროექტული სწავლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა სასკოლო ცხოვრებაში. მით უმეტეს, რომ აღნიშნული პროექტები ძალიან მნიშვნელოვან, აქტუალურ და სენსიტიურ თემებს ეხებოდა, როგორიცაა სტიმულატორები, ციფრული ადიქცია, ალკოჰოლდამოკიდებულება და თამბაქოს მავნე გავლენა. მასწავლებლის ფასილიტაციით მოსწავლეები მუშაობდნენ თანამედროვე კვლევებზე,
ყველა ჯგუფმა ჩაატარა თავისი მინი-კვლევა, პრეზენტაციებშიც აქცენტი გააკეთეს თვითონ პრობლემაზე, მის უარყოფით შედეგებზე, მსმენელებს მიაწოდეს რჩევები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მავნე ჩვევებს და რა იღონონ მათ დასაძლევად.
გარდა პრეზენტაციებისა, მოსწავლეებმა მოამზადეს ვიზუალური თვალსაჩინოება: პოსტერები, ბუკლეტები, გადაიღეს ვიდეორგოლები. ღონისძიების ფარგლებში მოწვეული იყვნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები - ბიოლოგები, ექიმები, პედაგოგები.მათ შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები და აღნიშნეს, რომ სწორი აქცენტები გაკეთდა, აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება ყველას, გათავისუფლდნენ მავნე ჩვევებისაგან და იგრძნონ რეალური თავისუფლება.
გაკვეთილს ესწრებოდა ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბატონი თეიმურაზ ჭუმბურიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა პედაგოგს და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობისათვის და ისაუბრა საკითხის აქტუალობაზე.
გაკვეთილი გააშუქა რაიონულმა ტელევიზიამ. ღონისძიების დასასრულს ყველამ აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს მომავალ თაობაში სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა