| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
31 მაისს, თხინვალის საჯარო სკოლის მე-9 კლასმა განახორციელა პროექტი აღმოსავლეთ საქართველოს ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად. მოსწავლეებისთვის მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ტური, მარშრუტით: თხინვალი, უფლისციხე, მცხეთა, თხინვალი.
სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა მარინა ყიფშიძემ.
თხინვალის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარინა ყიფშიძესთან, პირველ მასწავლებელ ლუიზა ცერცვაძესა და მშობლებთან ერთად დაათვალიერეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, შემდეგ კი მოინახულეს სვეტიცხოველი, სამთავროს მონასტერი და ჯვრის მონასტერი, საიდანაც იშლება ქალაქის პანორამული ხედი მტკვრისა და არაგვის შესართავით.
მოსწავლეები ექსკურსიიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა