სიახლეები
სკოლები

მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით დასრულებული სასწავლო წელი გეზათის საჯარო სკოლაში 
17-06-2025
-
+


2024-2025 სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით დასრულდა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში. 

სასწავლო წლის მიწურულს გაიმართა არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც ემსახურებოდა ცოდნის შეჯამეს, მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების წარმოჩენას და მათ მოტივირებას. 

მათ შორის, აღსანიშნავია ღონისძიება - „დედამიწა ავადაა“, რომელიც ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - ზ.რევაზიშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ღონისძიებაში მონაწილეობდნენ II-IV კლასის მოსწავლეები, რომელთაც მოწარმოადგინეს მინი-სპექტაკლი და ​შთამბეჭდავად მოირგეს როლები.

„თამარ მეფის ეპოქა-ოქროს ხანა“, ამ სახელწოდების ღონისძიებით აღინიშნა სკოლაში თამარ მეფის ხსენების დღე, მასში აქტიურად იყვნენ ჩართულნი VII-IX კლასის მოსწავლეები და დამრიგებლები - მაია ხომერიკი, ქეთევან ვეკუა, იზაბელა გაბუნია. ღონისძიების ხელმძღვანელი საზოგადოებრივი მეცნიერების  კათედრის  თვმჯდომარე მაია ხომერიკი გახლდათ.  მე-8 კლასის მოსწავლეებმა - გიგლა გაბუნიამ, ბადრი გაბუნიამ, ირაკლი გაბუნიამ, ლუკა ბარნაბიშვილმა, ბექა გიგინეიშვილმა, საბა ფირცხალავამ, მარიამ შუბლაძემ და გიორგი ჯიბლაძემ სასკოლო საზოგადოება თამარ მეფის ეპოქაში ამოგზაურეს და ხოტბა შეასხეს წმინდანად შერაცხული მეფის ცხოვრებსა და მოღვაწეობას. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კი მიეძღვნა ღონისძიება -  „ეს დღე ჩვენია“, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი VII-IX კლასის მოსწავლეები. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებელი მაია ხომერიკი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან ვეკუა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ. გააკეთეს პრეზენტაცია რუკის და კედლის გაზეთის. შეასრულეს სიმღერები საქართველოზე და წაიკითხეს ლექსები.

აღსანიშნავია ღონისძიება - „გიყვარდეს წიგნი“, რომლის ხელმძღვანელი იყო სკოლის ბიბლიოთეკარი ირმა ჯიბლაძე. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ II-VI კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლები: ზაირა რევაზიშვილი, ნინო მიქაუტაძე, ლოლა ქურასბედიანი, სოფიო ჯიბლაძე და მუსიკის მასწავლებელი - გულისა კიზირია. მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობის შესახებ. წარმოთქვეს მწერალთა გამონათქვამები წიგნის შესახებ. მე-5 კლასის მოსწავლეებმა - დანიელ ქოიავამ, მარიამ გოგავამ, ბექა პატარიამ, ლიზი გიგინეიშვილმა, ნიკოლოზ ნიკოლაიშვილმა და გიორგი თუთბერიძემ წარმოადგინეს ინსცენირებები სახელწოდებით -„ძალა ერთობაშია“ და „უტკბესი და უმწარესი“. წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების  დიდი მოწონება დაიმსახურა.

4 ივნისს, ისტ-ის მასწავლებელმა პროექტის - „მინდა შენთან მეგობრობა“ ფარგლებში, V-VI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, წარმოადგინა ღონისძიება - „მინდა შენთან მეგობრობა“, რომელიც აფხაზეთს მიეძღვნა. მოსწავლეებმა შეასრულეს აფხაზური სიმღერა, ცეკვა, წაიკითხეს გამონათქვამები და ლექსები ქართულ და აფხაზურ ენებზე, რომლის მიზანია ისტ-ის გამოყენებით აფხაზ თანატოლებთან კომუნიკაციების დამყარების მცდელობა.

11 ივნისს, სკოლის ბიბლიოთეკარის - ირმა ჯიბლაძის ორგანიზებით, ჩატარდა სასკოლო-სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობდნენ VII-IX კლასის მოსწავლეები, საგნის მასწავლებლები. სულ წარმოდგენილი იყო 11 თემა. მოეწყო მათი პრეზენტაციები, რომლის მიზანია მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება, ასევე დამოუკიდებლად მუშაობისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება. მოსწავლეები კონფერენციაზე წარდგნენ სხვადასხავა საგნობრივი მიმართულების პრეზენტაციებით. 

ქართული ენა და ლიტერატურა.

ბულინგი და დიკრიმინაცია-ყველა დროის გლობალური პრობლემა.VII კლასის მოსწავლე ელენე ქოიავა. და ,,ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების მცირე ანთოლოგია“ მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ შუბლაძე. ხელმძღვანელი: ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ვეკუა.

მათემატიკა- ,,კვადრატული ფუნქცია და მისი გრაფიკი“ მე-9 კლასის მოსწავლე ქრისტინე პაპავა. ხელმძღვანელი: მათემატიკის მასწავლებელი იზაბელა გაბუნია. აღსანიშნავია, რომ ქრისტინე პაპავა არის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის - ,,შეაბიჯეთ მეცნიერებაში“ მონაწილე, რომელიც დაჯილდოვებულია სერტიფიკატით (ხელმძღვანელი: ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია მელია).

ბიოლოგია -1) ,,კვებითი დანამატები“ მე-9 კლასის მოსწავლე  მარიამ გეგეშიძე და ,,ექვსი ბიომი“, ექვსი განსხვავებული სამყარო, მე-9 კლასის მოსწავლე ნონა გოგავა.

ქიმია-,,ბიოპოლიმერები“ მომავლის პოლიმერები მე-9 კლასის მოსწავლე ნინო გეგეშიძე. ხელმძღვანელი ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია მელია.

ფიზიკა- ,,გლობალური დათბობის გავლენა საქართველოს კლიმატზე“. მე-8 კლასის მოსწავლე საბა ფირცხალავა. ხელმძღვანელი: ფიზიკის მასწავლებელი ნათელა კიკაბიძე.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება -,,სიგიჟესა და გენიოსობას შორის“ მე-9  კლასის მოსწავლე ლაშა ბარნაბიშვილი. ხელმძღვანელი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ჯიბლაძე.

მუსიკა -,,ადამიანი მუსიკის შემომქმედი“ მე-9 კლასის მოსწავლე  მარიამ შუბლაძე, ხელმძღვანელი: მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია.

ინგლისური ენა - ოსკარ უიალდი ,,ბედნიერი პრინცი“ მე-7 კლასის მოსწავლე ნინო ჟიბლაძე ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი ლიკა გაბელაია.

კონფერენციის დასასრულს სკოლის დირექტორმა : ნათელა კიკაბიძემ მადლობის სიგელები გადასცა  კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელებს.

5-6 ივნისს სკოლაში გაიმართა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ II-IV კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. დამრიგებლები - ზაირა რევაზიშვილი, ნინო მიქაუტაძე.

ხოლო 6-ივნისს VII-IX კლასებში ჩატარდა შეჯიბრი ფრენბურთსა და ფეხბურთში. დამრიგებლები: მაია ხომერიკი, ქეთევან ვეკუა და იზაბელა გაბუნია. ხელმძღვანელი: სპორტის მასწავლებელი რამინ კორძახია. გამარჯვებულებს გადაეცათ თასები.

13 ივნისს კი გაიმართა ღონისძიება - ,,ოთხი წელიც გაფრენილა“ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მე-4 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დამრიგებელი ნინო მიქაუტაძე. მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, მისასალმებელი სიტყვები, ცეკვები, გიორგი შუბლაძის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად შეასრულეს სიმღერა და ღონისძიება დაასრულეს შთამბეჭდავი აქტივობებით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

izrune.ge-ს დღე-სასწაული პატარა იზრუნელებისთვის - ღონისძიება 22 ივნისს თბილისში ჩატარდება

გამოცდის გადაბარების პერიოდი შემცირდა - NAEC დეტალებზე

ინფორმაცია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ ! 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მათ მიერ გადმოცემულმა სასცენო შინაარსმა ხაზი გაუსვა დაწყებითი კლასების პედაგოგის ოთხწლიან თავდაუზოგავ შრომას

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების ჩართულობას გვარის ისტორიის სახალისო და შემოქმედებით კვლევაში

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება