სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართველი ქალები თავისუფლებისთვის“ - საინტერესო ღია გაკვეთილი თბილისის N37 საჯარო სკოლაში
18-06-2025
-
+


თბილისის N37 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა თუ აქტივობებით გაჯერებული სასწავლო წელი დასრულდა. სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ, აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. ცხადია, სკოლაში არაერთი აქტივობითა და ღონისძიებით იზეიმეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

მათ შორის, ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ქეთევან რამიშვილმა მე-9ბ კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „ქართველი ქალები თავისუფლებისთვის“, მე-9ბ მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, სადაც განხილული იყო ქართველი ქალების სულისკვეთება და თავგანწირვა სამშობლოს თავისუფლებისათვის.

მარო მაყაშვილისა და სხვა ქალბატონების შესახებ შექმნილმა საპრეზენტაციო თემებმა ძალზედ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. მოგეხსენებათ სკოლა წარმოდგენილია მულტიკულტურული გარემოთი, შესაბამისად მოსწავლეები გულითადად გამოხატავდნენ ემპათიას რეპრესირებული ქალების მიმართ.

პრეზენტაცია მიმდინარეობდა დისკუსიის ფონზე, მოსწავლეები გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს ქალბატონების გმირობაზე, ომში მათ ჩართულობაზე, ქალები პარლამენტსა და მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე და სხვ.

ღია გაკვეთილმა სკოლის დირექტორის - ლარისა მელაძის მოწონება დაიმსახურა. დირექტორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მსგავსი ტიპის თემატიკა დღევანდელ სამყაროში ძალზედ აქტუალურია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება